ESPN: რონალდუ ზედიზედ მეორე მატჩის ბოიკოტირებას აპირებს
კრიშტიანუ რონალდუ ზედიზედ მეორე მატჩის ბოიკოტირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო მკაფიო გარანტიები, რომ საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) კლუბის მართვის სისტემაში ცვლილებებს შეიტანს.
ESPN-ის ინფორმაციით, თუ უახლოეს კვირებში ცვლილებების გარანტია არ იქნება, ივნისში რონალდუ კლუბიდან გაშვებას მოითხოვს. პარასკევს „ალ-ნასრი“ „ალ-ითიჰადს“ დაუპირისპირდება.
რამდენიმე დღის წინ, 40 წლის რონალდუმ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩი „ალ-რიადის“ წინააღმდეგ (1:0) გამოტოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თამაშის შემდეგ გამართულ ვარჯიშშიც არ მიუღია მონაწილეობა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რონალდუ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მართავს PIF კლუბს კონკურენტებთან, კერძოდ კი „ალ-ჰილალთან“ შედარებით, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქარიმ ბენზემა დაიმატა და კიდევ უფრო გაძლიერდა.
ასევე ითქვა, რომ კრიშტიანუს აზრით, PIF მის კლუბს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელს უშლის და შესაძლოა, მან ზაფხულში „ალ-ნასრი“ დატოვოს. თუ ეს მოხდა, რონი MLS-ში ან ევროპულ ლიგაში გადავა.