ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„თოფურიასთან მარცხმა ძალიან შემცვალა“ - ვოლკანოვსკი ტიტულის დაცვის შემდეგ

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავის იუთუბ არხზე დიეგო ლოპესთან რემატჩი შეაფასა და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რას ამბობს ვოლკანოვსკი:

„თავს კარგად ვგრძნობ. სახსრები ოდნავ მაქვს დასიებული. მაიამიში რაც გადავიტანე, იმასთან შედარებაც არ არის, მაგრამ მოვიტყუები, რომ ვთქვა, საერთოდ არაფერი მჭირს-მეთქი. რამდენიმე ეპიზოდში ფეხებში ძლიერი დარტყმები მივიღე სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ არაუშავს. რამდენიმე დაჟეჟილობა და ნაკაწრი მაქვს, ფეხი და ხელებიც ცოტა დამიზიანდა, თუმცა ოქტაგონზე როცა ადიხარ, იცი, რომ დაშავდები... ამას ემატება ის ტრავმებიც, რომლებიც საწვრთნელი ბანაკიდან ბრძოლამდე მოგყვება. მაგრამ მთლიანობაში, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე მაიამის შემდეგ.“

„ყოველი გამარჯვება შესანიშნავი შეგრძნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთულ საწვრთნელ ბანაკს გადიხარ. ამ ყველაფრის გადალახვა და სასურველი შედეგის მიღწევა ყოველთვის სასიამოვნოა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ დავიცავი ტიტული, ქამარი კიდევ ერთხელ მოვიგე და ამის კიდევ ერთხელ გაკეთება უბრალოდ ფანტასტიკურია. ძალიან ამაყი ვარ, რომ 37 წლის ასაკში კვლავ შემიძლია იმის კეთება, რასაც ვაკეთებ. ეს დაუჯერებელია.“

„რა შეიცვალა თოფურიასთან მარცხის შემდეგ? უცნაურია და სრულიად გულწრფელი ვიქნები: ნოკაუტით მარცხის შემდეგ, ბრძოლაში ისე ვეღარ შედიხარ და ოქტაგონზე ისე აღარ ფიქრობ, როგორც ადრე. ახლა ჩემთვის ბევრად რთულია იმის განსჯა, თუ როგორ მიდის ბრძოლა. გაცილებით დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, რასაც ჩემი მეტოქე აკეთებს. მარცხმა ყველაფერი შეცვალა.“

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში დიეგო ლოპესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

რაც შეეხება ილია თოფურიასთან ბრძოლას, „დიდებული“ და „მატადორი“ ერთმანეთს 2024 წლის თებერვალში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა მებრძოლმა ნოკაუტით გაიმარჯვა, რითაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობაც იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
P4P-ის რეიტინგი - მერაბი და ილია Sherdog-ის რჩეულთა შორის
P4P-ის რეიტინგი - მერაბი და ილია Sherdog-ის რჩეულთა შორის