ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

P4P-ის რეიტინგი - მერაბი და ილია Sherdog-ის რჩეულთა შორის

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა MMA ვებგვერდმა, Sherdog-მა თავისი ვერსიით Pound for Pound-ის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილიც შეიყვანა და მაღალ საფეხურებზე დააყენა.

Sherdog-ის ვერსიით, ილია თოფურია მეორე პოზიციაზეა, მერაბ დვალიშვილი კი მეექვსეზე.

რას წერს გამოცემა ილიას შესახებ:

„თოფურიამ წინასწარ თქვა, რასაც აპირებდა და შეასრულა კიდეც — მან ჩარლზ ოლივეირა UFC 317-ის მთავარ ბრძოლაში ნოკაუტში ჩააგდო. ამ გამარჯვებით, „მატადორი“ გახდა პირველი დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონობას ფლობს. თოფურიას ახლა ზედიზედ აქვს ნოკაუტით მოპოვებული გამარჯვებები ალექსანდრე ვოლკანოვსკისთან, მაქს ჰოლოუეისა და ოლივეირასთან — ეს არის სერია, რომელიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ნებისმიერი სხვა ბოლო დროის ისტორიაში. თოფურია 2026 წლის პირველ კვარტალში პირადი მიზეზების გამო არ იბრძოლებს, თუმცა ტიტულების გაერთიანება ახალ დროებით ჩემპიონთან, ჯასტინ გეიჯისთან, შესაძლოა გარდაუვალი იყოს, როგორც კი ის დაბრუნებისთვის მზად იქნება.“

მერაბ დვალიშვილის შესახებ ჟურნალისტმა კი ასეთი რამ დაწერა:

„როგორც აღმოჩნდა, დვალიშვილისთვის ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდა მცდელობა, დაეცვა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი წელიწადში ოთხჯერ. UFC 323-ის მთავარ ბრძოლაში, პიოტრ იანთან რევანშში, ქართველის საფირმო კარდიო და პრესინგი საკმარისი არ აღმოჩნდა რუსი მეტოქის გასატეხად. იანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. ამით დასრულდა „მანქანის“ 14-მატჩიანი მოგებათა სერია, თუმცა მას, სავარაუდოდ, აქვს საფუძვლიანი პრეტენზია იანთან ტრილოგიის გამართვაზე უახლოეს მომავალში.“

Sherdog-ის რეიტინგი ასე გადანაწილდა:

  1. ისლამ მახაჩევი
  2. ილია თოფურია
  3. ალექს პერეირა
  4. ხამზატ ჩიმაევი
  5. პიოტრ იანი
  6. მერაბ დვალიშვილი
  7. ალექსანდრ ვოლკანოვსკი
  8. ტომ ასპინალი
  9. ალეშანდრე პანტოჟა
  10. მაგომედ ანკალაევი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევს თოფურია უნდა შეახვედრონ“ - კოლბი კოვინგტონი
„მახაჩევს თოფურია უნდა შეახვედრონ“ - კოლბი კოვინგტონი