ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, კოლბი კოვინგტონი
Aa
Aa

„მახაჩევს თოფურია უნდა შეახვედრონ“ - კოლბი კოვინგტონი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა, კოლბი კოვინგტონმა განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე ილია თოფურია უნდა იყოს.

„იმსახურებს თუ არა კამარუ უსმანი მახაჩევთან ჩხუბს? ყველაფერი UFC-ის ნებაზეა დამოკიდებული. სხვა ვინ არის ამ დივიზიონში? შესაძლოა, მათ ფსონი ახალ თაობაზე გააკეთონ და მაიკლ მორალესს მისცენ შანსი.

პირადად მე მახაჩევისა და ილია თოფურიას ჩხუბის ნახვა მსურს. ჩემი აზრით, ეს უმაღლესი დონის დაპირისპირდება იქნება, რომლის შედეგადაც გავიგებთ, ვინ არის P4P (წონითი დივიზონის განურჩევლად) საუკეთესო მებრძოლი. ასე რომ, მახაჩევის მეტოქედ მხოლოდ ილია თოფურიას ვისურვებდი“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ ქვესაშუალო წონის დაღესტნელი ჩემპიონი კარიერას 2-3 ჩხუბის შემდეგ დაასრულებს. 

რაც შეეხება ილია თოფურიას, მან ოჯახური პრობლემების გამო სპორტული კარიერა შეაჩერა და ოქტაგონში დიდი ალბათობით ივნისში დაბრუნდება. არაა გამორიცხული, რომ ილიას მომდევნო ბრძოლა ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი რამ არავისგან მიგრძნია“ - მერაბის აზრით, ილია ისლამს დაამარცხებს
„ასეთი რამ არავისგან მიგრძნია“ - მერაბის აზრით, ილია ისლამს დაამარცხებს