ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„2-3 ბრძოლა და კარიერას დაასრულებს“ - მწვრთნელი მახაჩევის გეგმებზე

ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ ქვესაშუალო წონის დაღესტნელი ჩემპიონი კარიერას 2-3 ჩხუბის შემდეგ დაასრულებს.

რა თქვა მენდესმა:

„ისლამის 34 წლისაა, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აქვს. ვფიქრობ, ტიტულს კიდევ ორჯერ ან სამჯერ დაიცავს და შემდეგ უკვე კარიერის დასრულებაზე იფიქრებს.

არა მგონია, რომ 35 წლის ასაკში კვლავ ჩხუბი გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, ის უკვე ფიქრობს წასვლაზე. ოქტაგონში ჯერჯერობით ისევ ძველ ისლამს ვხედავთ, მას გამარჯვებები ისევ სწყურია და გაჩერების საფუძველი არ აქვს. ფანტასტიკურად გამოიყურება და სრულიად დამსახურებულად არის P4P რეიტინგის პირველი ნომერი“.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მახაჩევმა გასული წლის ნოემბერში იჩხუბა, როცა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC 324 | ჯასტინ გეიჯიმ და პედი პიმბლეტმა წონა ჩააბარეს
UFC 324 | ჯასტინ გეიჯიმ და პედი პიმბლეტმა წონა ჩააბარეს