უმარ ნურმაგომედოვი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

ფიგერედომ წონა ვერ ჩააბარა | მისი და უმარის ჩხუბი მაინც გაიმართება

UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 324-ია, რომლითაც 2026 წელი იხსნება. მისი მთავარი მოვლენა პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იქნება და ისინი მსუბუქი წონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ.

UFC 324-ზე მერაბ დვალიშვილის ყოფილ მეტოქეს, უმარ ნურმაგომედოვსაც ვიხილავთ და „ახალგაზრდა არწივი“ დეივესონ ფიგერედოს დაუპირისპირდება. ტრადიციულად, პარასკევს აწონვის ცერემონია გაიმართა და ბრაზილიელმა მებრძოლმა წონა ვერ ჩააბარა.

ფიგერედოს მინიმუმ 136 ფუნტი (61.6 კგ) უნდა დაეფიქსირებინა, მაგრამ „ფიგიმ“ ლიმიტს 1.13 კილოგრამით გადააჭარბა — 138.5 ფუნტი (62.8 კგ). მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა წონა ვერ ჩააბარა, ორთაბრძოლა მაინც გაიმართება. ფიგერედომ ამ ჩხუბიდან მისაღები ჰონორარის 25% დათმო და მას ოქტაგონში ვიხილავთ. რაც შეეხება უმარს, ის ზუსტად 61.6 კილოგრამს იწონიდა.

ცნობისთვის, UFC 324 თბილისის დროით, 25 იანვარს გაიმართება. გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბი დაახლოებით 08:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“ - გუარდიოლამ კონკურენტი შეაქო
„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“ - გუარდიოლამ კონკურენტი შეაქო