პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“ - გუარდიოლამ კონკურენტი შეაქო

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას აზრით, ამჟამად ლონდონის „არსენალი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ამის შესახებ გუარდიოლამ „ვულვერჰემპტონთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არსენალი“ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდია. ეს ეჭვგარეშეა. ნახეთ, როგორ იმარჯვებენ ისინი პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე, ასოციაციის თასზე და ლიგის თასზე. იმედია, მათ დონესთან მიახლოებას შევძლებთ, ისინი კი ჩამორჩენის შემცირების ერთ შანსს მოგვცემენ.

ერთი კვირის წინ „ნიუკასლს“ სტუმრად მოვუგეთ და კარგად გამოვიყურებოდით. შემდეგ „იუნაიტედთან“ წავაგეთ, მაგრამ შესაძლოა ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ხოლო ორთაბრძოლებში აგრესიულობა გვაკლდა. ერთი გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი როდრი მოედნიდან გააძევეს. ჰოლანდს საბოდიშო არაფერი აქვს - ის ბოლომდე იხარჯება და გუნდის წარუმატებლობა რომელიმე ერთ ფეხბურთელს ვერ დაჰბრალდება.

როდრის 11 თვე გაუცდა - მას ფორმის აღსადგენად მეტი დრო სჭირდება. ზუსტად ვიცი, რატომაც გვაქვს პრობლემები. დარწმუნებული ვარ, როდრი ძველ დონეს დაუბრუნდება და ამაში გუნდის მხრიდან დახმარებაც სჭირდება“.

ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში „არსენალს“ 7 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაზე „მეთოფეები“ უდანაკარგოდ მიდიან (7 მოგება 7 მატჩში), ხოლო ლიგის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად „ჩელსი“ დაამარცხეს (3:2).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წუწუნი უნდა შეწყვიტოს“ - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
„წუწუნი უნდა შეწყვიტოს“ - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა