კლიპერსში ჰარდენის ეპოქა დასრულდა | წვერა კლივლენდში გაცვალეს
NBA-ში ხმაურიანი გაცვლა განხორციელდა — „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ ჯეიმს ჰარდენის ეპოქა დასრულდა. „წვერამ“ ადგილსამყოფელი შეიცვალა და კარიერას „კლივლენდ კავალიერსის“ რიგებში გააგრძელებს.
„კლიპერსმა“ ჰარდენის სანაცვლოდ დარიუს გარლანდი მიიღო, ამასთან „კავსმა“ მეორე რაუნდის არჩევანის უფლებაც დათმო. ლოს-ანჯელესელები და ჰარდენი გაცვლის თაობაზე რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და პროცესი პოზიტიურად წარიმართა, თუმცა ჰარდენმა აღნიშნა, რომ გუნდის დატოვება თავად არ მოუთხოვია.
„ცხოვრებაში — და არა მხოლოდ კალათბურთში — როცა რაღაც არ გამოდის, შესაძლებელია ურთიერთობის დასრულება ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზიანდეს. შესაძლოა, უბრალოდ ერთობლივ მომავალს ვერ ვხედავდეთ.
არ მინდოდა ისეთი შეგრძნება მქონოდა, თითქოს „კლიპერსის“ მომავალს პრობლემებს ვუქმნიდი. მინდოდა, მათ რეალურად ჰქონოდათ გადახალისებისა და დრაფტის პიკების მიღების შანსი. კლივლენდში კი აღმოსავლეთ კონფერენციაში გამარჯვების შესაძლებლობას ვხედავ. ამიტომ, რამდენადაც მინდოდა ლოს-ანჯელესში დარჩენა და ცდა მომეგო ის, რაც აქამდე არ მომიგია, ვფიქრობ, კლივლენდში უკეთესი შანსი მაქვს“.
ცნობისთვის, ჰარდენი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 25.4 ქულას, 8.1 გადაცემას, 4.8 მოხსნასა და 1.3 ჩაჭრას აგროვებს. რაც შეეხება გარლანდს, მიმდინარე რეგულარულში ტრავმების გამო მხოლოდ 26 მატჩი აქვს ჩატარებული — 18 ქულა, 6.9 ასისტი და 2.4 მოხსნა.