ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„თოფურია-ცარუკიანის ბრძოლა უფრო საინტერესო იქნებოდა“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი

ACA-ს ყოფილმა ჩემპიონმა და UFC-ის ექს-მებრძოლმა, ალბერტ ტუმენოვმა, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ტუმენოვის აზრით, გეიჯის ილიას დამარცხების ძალიან მცირე შანსი ექნება.

რას ამბობს ტუმენოვი:

„გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ გეიჯისა და პიმბლეტს შორის განსაკუთრებული ჩხუბი არ გვინახავს. მათი წყვილი გარკვეულწილად საინტერესო იყო, მაგრამ „ვაუ“ ეფექტი არ მოუხდენია. რაც შეეხება გეიჯის ჩემპიონობას — ალბათ, ორგანიზაციასაც აწყობდა, რომ დროებითი ქამარი მას მოეგო.“

„თუმცა, არ მგონია, რომ მას თოფურიასთან კონკურენციის გაწევა შეუძლია. ილია ყველა ასპექტში მასზე დახვეწილი და ოსტატური მებრძოლია. ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო თოფურიასა და ცარუკიანის ბრძოლა იქნებოდა. თუმცა, გეიჯი დასაფასებლი მებრძოლია, რომელიც ყოველთვის სანახაობრივ ჩხუბს გვთავაზობს.“

წინასწარი ინფორმაციით, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში ან ივნისში უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი და ილიას ჩხუბის ნახვა არ მინდა“ - ფიზიევმა გეიჯი-თოფურიას ბრძოლაზე ისაუბრა
„მისი და ილიას ჩხუბის ნახვა არ მინდა“ - ფიზიევმა გეიჯი-თოფურიას ბრძოლაზე ისაუბრა