„მისი და ილიას ჩხუბის ნახვა არ მინდა“ - ფიზიევმა გეიჯი-თოფურიას ბრძოლაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რაფაელ ფიზიევმა ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გეიჯის გამარჯვება ძალიან გაუხარდა.
ფიზიევი ასევე ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამერიკელ მებრძოლს „მატადორთან“ გამარჯვება ძალიან გაუჭირდება.
რას ამბობს ფიზიევი:
„მიხაროდა ჯასტინის გამო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ ამ ბრძოლისთვის ფორმაში არ აღმოჩნდა, რადგან პირველ რაუნდში ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებდა. ძალიან ნელი იყო. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ავად იყო. ფორმის მიღმა იყო. ვფიქრობ, ისეთ ფორმაში რომ ყოფილიყო, როგორშიც მაშინ, როცა მე ვეჩხუბე ლონდონში, პედის პირველ ორ რაუნდში დაამთავრებდა. არ მგონია, რომ ის ბრძოლისთვის 100%-ით მზად იყო. მისი კისერი ვნახე. შესაძლოა, სტაფილოკოკურ ინფექციას ჰგავდა. მაგრამ პედიმ გამაკვირვა. მისი თავი მართლაც მაგარია.“
„თოფურია და გეიჯი? სიმართლე გითხრათ, არ მინდა ეს ბრძოლა, იმიტომ რომ, ის უკვე თითქმის 38 წლისაა. თუ შეხედავთ, რა ფორმაში იყო ამ ბრძოლაში, ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება. ილიასთან ბრძოლა დგომში, ჭიდაობის გარეშე, კრივი — ეს მისთვის სახიფათოა. ძალიან სახიფათოც კი. ილიას შეუძლია მისი ადვილად ნოკაუტში ჩაგდება. ეს MMA-ია, ვიცი. ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ წამს შეიცვალოს, მაგრამ მაინც არ მინდა ამის ნახვა.“
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, გეიჯიმ და პიმბლეტმა მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს. ჯასტინმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და, როგორც დენა უაითმა განაცხადა, მისი მომდევნო ორთაბრძოლა ქამრების გასაერთიანებლად „ელ მატადორთან“ იქნება.