„ჯასტინი ერთ წუთსას ვერ გაძლებს“ - კოვინგტონი თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა, კოლბი კოვინგტონმა ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გეიჯი ამ ჩხუბში ერთი წუთითაც ვერ გაძლებს.
რას ამბობს კოვინგტონი:
„არ მგონია, ჯასტინ გეიჯიმ ერთ წუთზე მეტს გაძლოს. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ხრის ის თავს, ილია მას აპერკოტს ამოსცხებს და მთვარეზე გაგზავნის“.
შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ, ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამერიკელი მებრძოლი ქამრის გაერთიანების ბრძოლაში დიდი ალბათობით მოქმედ ჩემპიონს, ილია თოფურიას დაუპირისპირდება. ქართულ-ამერიკული დაპირისპირება სავარაუდოდ, მაისი-ივნისის პერიოდში გაიმართება.