მეცი, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

იანვრის თვის საუკეთესო - მეცში წიტაიშვილი გამოარჩიეს

მიუხედავად იმისა, რომ მეცი გასავარდნ ზონაშია და ფრანგული გუნდი კარგ შედეგებს ვერ აჩვენებს, გიორგი წიტაიშვილი ნაყოფიერად ასპარეზობს.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი მეცის იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაციას, კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილმა იანვრის თვეში 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივეჯერ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. უკლებლივ ყველა შეხვედრაში თავის გუნდში გამორჩეული იყო.

ასევე შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილის პარი სენ ჟერმენის კარში გატანილი გოლი მეცის დეკემბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა.

იმასაც გეტყვით, რომ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, კიევის დინამოში არ დაბრუნდება. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ჯვაროსნების შემტევი თავისუფალი აგენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინული მედია: წიტაიშვილი კიევის დინამოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
უკრაინული მედია: წიტაიშვილი კიევის დინამოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს