NBA-ის All Star | ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

NBA-ის All Star | ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეები დაასახელა. აქამდე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობები იყო ცნობილი, ახლა კი All Star-ის ყველა მონაწილე გაირკვა.

დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში ლუკა დონჩიჩი („ლეიკერსი“), ნიკოლა იოკიჩი („დენვერი“), ვიქტორ ვემბანიამა („სან-ანტონიო“), შეი გილჯეს-ალექსანდერი („ოკლაჰომა“) და სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“).

აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო ხუთეულში იანის ანტეტოკოუნმპო („მილუოკი“), ჯეილენ ბრაუნი („ბოსტონი“), კეიდ კანინგემი („დეტროიტი“), ჯეილენ ბრანსონი („ნიქსი“) და ტაირიზ მაქსი („ფილადელფია“).

დასავლეთ კონფერენციის რეზერვები: დენი ავდია („პორტლენდი“), დევინ ბუკერი („ფინიქსი“), კევინ დურანტი („ჰიუსტონი“), ენტონი ედვარდსი („მინესოტა“), ჩეტ ჰოლმგრენი („ოკლაჰომა“), ლებრონ ჯეიმსი („ლეიკერსი“), ჯამალ მიურეი („დენვერი“).

დასავლეთ კონფერენციის რეზერვები: სკოტი ბარნსი („ტორონტო“), ჯეილენ დურენი („დეტროიტი“), ჯეილენ ჯონსონი („ატლანტა“), დონოვან მიტჩელი („კლივლენდი“), ნორმან პაუელი („მაიამი“), პასკალ სიაკამი („ინდიანა“), კარლ-ენტონი თაუნსი („ნიუ იორკი“).

ცნობისთვის, 24 კალათბურთელი 3 გუნდში გადანაწილდება: მსოფლიოს ნაკრები და აშშ-ის ორი ნაკრები. ისინი თითო-თითო შეხვედრას გამართავენ და საუკეთესოს ვინაობას გამოავლენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 ქულა და 4 სამქულიანი | ბრწყინვალე მამუ და ტორონტოს გამარჯვება იუტასთან
20 ქულა და 4 სამქულიანი | ბრწყინვალე მამუ და ტორონტოს გამარჯვება იუტასთან