ლუკა დონჩიჩი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

დონჩიჩი ტრავმირებულია - ლეიკერსი გამოკვლევების პასუხს ელოდება

ლუკა დონჩიჩი ტრავმირებულია - „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სლოვენიელმა ვარსკვლავმა „ოკლაჰომასთან“ (96:139) წაგებულ მატჩში ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო.

„ლეიკერსის“ გამთამაშებელმა დაზიანება მეორე მეოთხედში მიიღო, თუმცა პარკეტზე მაინც დარჩა, შემდეგ კი, მესამე მეოთხედში ტრავმა გაუმწვავდა.

ESPN-ის ინფორმაციით, დღეს სლოვენიელს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა MVP-ის ჯილდოს მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. ის საშუალოდ მატჩში 33.5 ქულას, 7.7 მოხსნას და 8.3 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

აქვე გეტყვით, რომ რეგულარულ სეზონში „ლეიკერსს“ 5 მატჩი აქვს ჩასატარებელი: შინ „ოკლაჰომასთან“, „ფინიქსთან“ და „იუტასთან“, გასვლაზე კი - „დალასთან“ და „გოლდენ სტეიტთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი საკრამენტოსთან | მამუკელაშვილმა 33 წუთში 17 ქულა დააგროვა
მარცხი საკრამენტოსთან | მამუკელაშვილმა 33 წუთში 17 ქულა დააგროვა