მუსელიანის გამარჯვების გოლი | დინამო დილასთან საკუთარ კედლებში დამარცხდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში დინამო თბილისი შინ, დინამო არენაზე გორის დილასთან 1:2 დამარცხდა. მე-20 წუთზე ბარნს ოსეის გადაცემა მუსელიანმა ჩაჭრა, კანადელი ტრეივონ ფულერის საგოლე პასით ლაშა მენთეშაშვილმა სტუმრები დააწინაურა. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ხარაიშვილი-ოსეი-გვასალიას კომბინაცია გოლით დასრულდა. ამპლუით მარჯვენა მცველმა თავით შესანიშნავად დაარტყა, გვასალიამ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. 57-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის ჩაწოდებით მუსელიანმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლაშა მენთეშაშვილმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მის აქტივში გოლი და საგოლე პასია. 23 წლის შემტევმა ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა თავი, მე-4 ტურში დილამ შინ ტორპედო მისი გოლით დაამარცხა.

დინამო თბილისმა ოთხ ტურში 5 ქულა დააგროვა, ამ მომენტში მე-5 ადგილზეა. დილამ 4-დან 2 მოიგო, 2 დათმო, 6 ქულით მე-3 პოზიციაზეა. მე-6 ტურში, 7 აპრილს დინამო ტორპედოს ესტუმრება, დილა გაგრას მიიღებს.