ოფიციალურად - დალასმა დევისი ვაშინგტონში გაუშვა
კალათბურთის გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, რომ 1 წლის წინ NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გაცვლა მოხდა. ლეიკერსმა და დალასმა დონჩიჩი და ენტონი დევისი გაცვალეს.
ამ ტრეიდიდან 1 წლის შემდეგ, დალასმა ამერიკელი სუპერვარსკვლავი ვაშინგტონში გაუშვა, სანაცვლოდ კი ეი ჯეი ჯონსონი, მალაკი ბრენემი, მარვინ ბეგლი, კრის მიდლტოუნი, 2 რაუნდის პიკი და 3 მეორე რაუნდის პიკი მიიღო.
ვაშინგტონს ასევე დ’ანჯელო რასელი, ჯეიდენ ჰარდი და დანტე ეკზამი შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში დევისს გამუდმებით ტრავმები აწუხებდა. მან დალასის რიგებში მხოლოდ 29 მატჩი ჩაატარა.
BREAKING: The Dallas Mavericks are trading 10-time NBA All-Star Anthony Davis, Jaden Hardy, D'Angelo Russell and Dante Exum to the Washington Wizards for Khris Middleton, AJ Johnson, Malaki Branham, Marvin Bagley III, 2 first-round picks and 3 second-rounders, sources tell ESPN. pic.twitter.com/sfrQQubI5i
— Shams Charania (@ShamsCharania) February 4, 2026