„აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი მინდა“ - ჰოლოუეი თოფურიასთან რევანშს უმიზნებს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ პლატფორმა Kick-ზე სტრიმის დროს განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან დაპირისპირება და რევანშის აღება სურს.
რა თქვა ჰოლოუეიმ:
„აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი მინდა - ესაა ჩემი საბოლოო მიზანი. ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონი უკვე ვიყავი, ახლა მსუბუქ წონით დივიზიონში ვჩხუბობ და თავს კარგად ვგრძნობ - უფრო სწრაფი და ძლიერი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეისა და თოფურიას ჩხუბი 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა - „ელ მატადორმა“ „დალოცვილი“ მესამე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული პირველად დაიცვა. მას შემდეგ ორივე მებრძოლი მსუბუქ წონაში გადავიდა: ილიამ ჩარლზ ოლივეირას მოუგო და ვაკანტური ქამარი დაისაკუთრა, ჰოლოუეიმ კი BMF-ის ქამარი დასტინ პორიესთან ჩხუბში დაიცვა.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ბრძოლას ჰოლოუეი ისევ BMF-ის ქამრისთვის გამართავს, მისი მეტოქე კი ჩარლზ ოლივეირა იქნება. „დალოცვილისა“ და „დუ ბრონქსის“ დაპირისპირება UFC 326-ის მთავარი მოვლენა იქნება და 7 მარტს გაიმართება.