მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მე რომ მატჩმეიქერი ვიყო...“ - ხაბიბმა სუპერმსუბუქ წონაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელიც ამჟამად თავის ბიძაშვილს, უმარ ნურმაგომედოვს წვრთნის, განაცხადა, რომ UFC-ის მხრიდან უმარისა და შონ ომალის ბრძოლის ჩანიშვნა გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა.

„მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან უნდა იჩხუბოს - ვფიქრობ, ეს აპრილში ან მაისში მოხდება. რაც შეეხება უმარს და შონ ომალის, მათ სხვა მეტოქეები უნდა შეურჩიონ - ვინც უფრო შთამბეჭდავად მოიგებს, ის დაიმსახურებს სატიტულო შანსს.

მე რომ მატჩმეიქერი ვიყო, უმარისა და ომალის ჩხუბს ჯერ არ ჩავნიშნავდი. ახლა რომ ერთმანეთს ეჩხუბონ, UFC-ი ნებისმიერ შემთხვევაში ერთ ვარსკვლავს დაკარგავს“.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი პიოტრ იანი ტიტულს მერაბ დვალიშვილთან მესამე ჩხუბში დაიცავს - უცნობი მხოლოდ ისაა, როდის შედგება ეს დაპირისპირება, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ რუსმა მებრძოლმა წელზე ოპერაცია გაიკეთა და მაისამდე ოქტაგონში ვერ დაბრუნდება.

რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვსა და შონ ომალის, „ახალგაზრდა არწივმა“ მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ მარიო ბაუტისტას და დეივისონ ფიგერედოს მოუგო (ორივე - მსაჯთა გადაწყვეტილებით), ხოლო „შუგამ“ 24 იანვარს ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სონგ იადონგი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია-ცარუკიანის ბრძოლა უფრო საინტერესო იქნებოდა“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი
„თოფურია-ცარუკიანის ბრძოლა უფრო საინტერესო იქნებოდა“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი