„ფეხბურთელებსა და არბელოას შორის ტაქტიკაზე დაძაბული საუბარი შედგა...“
Cadena SER-ის ჟურნალისტმა ანტონ მეანამ განაცხადა, რომ „რეალის“ ფეხბურთელებს ალვარო არბელოას ზოგიერთი გადაწყვეტილება არ ესმით.
„მოთამაშეები ისე იქცევიან, თითქოს მათთან „კასტილიის“ მწვრთნელი მუშაობს, თითქოს არბელოა დროებითი მწვრთნელია.
არბელოა ძალიან კომუნიკაბელურია ფეხბურთელებთან, იმდენადაც კი, რომ ზოგიერთს ეს ზედმეტადაც ეჩვენება. ატმოსფერო გუნდში საგრძნობლად გაუმჯობესდა, სულ სხვა განცდა გაჩნდა და მხოლოდ ამის გამო მიიჩნევს კლუბი, რომ მწვრთნელის შეცვლა გამართლებული იყო. ჩაბი ალონსოსა და გუნდს შორის წარმოიშვა დაძაბულობა, რომელსაც კარგი არაფერი მოუტანია.
ყველა გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ სებალიოსს ლისაბონში (ბენფიკასთან) სათამაშო დრო არ მიეცა და ფეხბურთელებმა ეს მწვრთნელს პირდაპირ უთხრეს. „რაიოსთან“ მატჩის შემდეგ გასახდელში ხანგრძლივი და დაძაბული დისკუსია გაიმართა ზოგიერთ მოთამაშესა და მწვრთნელს შორის არსებული ტექნიკური და ტაქტიკური უთანხმოების გამო.
ზოგიერთი ფეხბურთელი, რომლებთანაც გასაუბრება მოხერხდა, მწვრთნელის შეცვლისგან მეტს ელოდა. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა მუშაობა და არა წუწუნი, მაგრამ ისე იქცევიან, თითქოს „კასტილიის“ მწვრთნელთან მუშაობდნენ. მათ იციან, რომ ჩაბი ალონსოს ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ ბევრი შიდა კონფლიქტი გამოიწვია - მათ ეს გამოიარეს და ამაში თავად მონაწილეობდნენ. ახლა, შემადგენლობებსა და ცვლილებებს რომ უყურებენ, ვერ ვიტყვი, რომ იცინიან, მაგრამ თითქმის ასეა“,
- განაცხადა მეანამ El Larguero-ს ეთერში.
????‼️@AntonMeana sobre el vestuario del @RealMadrid
— El Larguero (@ellarguero) February 3, 2026
???? SORPRENDIÓ al grupo que Ceballos no jugase contra el Benfica y se lo dijeron a Arbeloa
▪️ Se retrasó la rueda de prensa contra el Rayo por DISCREPANCIAS con el entrenador
???? "Viven como si les entrenase un técnico interino" pic.twitter.com/h9EJfgMfFe