64 გუნდი 48-ის ნაცვლად? | ფიფა მუნდიალის გაფართოებაზე მსჯელობს
ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 64-მდე გაფართოებას განიხილავს. ორგანიზაციაში უკვე დაიწყეს მსჯელობა ამ გადაწყვეტილების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.
რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს სჯერა, რომ ასეთი ნაბიჯი ტურნირისადმი გლობალურ ინტერესს საგრძნობლად გაზრდის. პოტენციურად, ეს შეიძლება 2030 წელს, პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან მე-100 წლისთავზე განხორციელდეს.
თუმცა, ფიფაში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ისედაც გადატვირთულ კალენდარზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ კლუბების მხრიდან ამას სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვება.
ინიციატივის თანახმად, 64 გუნდი 16 ჯგუფში განაწილდება, ყოველი ჯგუფიდან 2-2 გუნდი კი 1/32 ფინალში გავა.
შეგახსენებთ, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს პორტუგალია, მაროკო და ესპანეთი უმასპინძლებენ, ასევე თითო მატჩი გაიმართება არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიში.