კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: ვიცი, რომ დაცვაში სხვებზე ნაკლებს ვმუშაობ, სწორად მაკრიტიკებენ

კილიან მბაპემ აღიარა, რომ ის დაცვით ფაზაში იმაზე ნაკლებად მუშაობს, ვიდრე სხვა ფეხბურთელები.

„მე ვარ მოთამაშე, რომელიც დაცვაში ცოტა უფრო ნაკლებად მოქმედებს, ვიდრე სხვები და ზოგჯერ ეს შეიძლება პრობლემაც იყოს. მართალია, ამას იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ ვამჩნევ, რომ როდესაც ამაში ვერთვები, ეს გუნდზე ნამდვილად ახდენს გავლენას.

რეალში ხედავთ, რომ როდესაც მე ამას ვაკეთებ, ამას სხვა დანარჩენებიც აკეთებენ. ამის გამო მაკრიტიკებენ, თუმცა ეს არ მწყინს, რადგან ეს კონსტრუქციული კრიტიკაა“.

კილიანმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ პსჟ-მ მისი წასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

„უფრო ადრე რომ წავსულიყავი და ამის შემდეგ მოეგოთ, მაშინ, ვფიქრობ, გული დამწყდებოდა. ვიფიქრებდი: „ჯანდაბას, მე არაფერი გამომივიდა“.

მაგრამ რეალში გადასვლის მომენტისთვის, უკვე პარიზული წიგნის ბოლო თავი უკვე დაწერილი მქონდა. შვიდი წლის განმავლობაში გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და ჩემთვის დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. როდესაც წასვლის გადაწყვეტილებას ვიღებ, ეს ნიშნავს, რომ ჩემს წიგნში ფურცლები დამთავრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორია შენ გარეშე უნდა დაიწეროს. შენი წვლილი შეიტანე, გუნდი გავიდა ნახევარფინალში, ფინალში... თუმცა ყველაზე მტკივნეული მაინც ნახევარფინალში დორტმუნდთან მარცხი იყო.

ეს დაპირისპირება 500-ჯერ რომ გადაგვეთამაშებინა, 499-ჯერ ჩვენ მოვიგებდით. მახსოვს ეპიზოდი პირველ მატჩში: მე ძელს მოვარტყი, ჰაკიმიმაც ძელს მოარტყა...“

– განაცხადა მბაპემ პოდკასტში The Bridge.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები