კილიან მბაპე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“დაივიწყეთ, 11 კილომეტრს არ ირბენს“ - დეშამი მბაპეზე

დიდიე დეშამი, თავის ასისტენტთან გუი სტეფანთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. ერთ-ერთი კითხვა კილიან მბაპეს ეხებოდა. ჟურნალისტებმა რეალის სუპერვარსკვლავი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ  ის ბევრს არ დარბის.

ამ ყველაფერზე დეშამმა უპასუხა:

„კარგი, მაშინ მეკარეც ასეთივეა. ეს თქვენი აზრია, რომელსაც არ ვიზიარებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ხვებზე ნაკლებს დარბის..

თუ ელით, რომ კილიან მთელი მატჩის განმავლობაში 11 კილომეტრს ირბენს, ტყუილად დროს დაკარგავთ. ის ამას არ იზამს. ის ბევრად ხშირად აკეთებს მაღალი ინტენსივობის აჩქარებას, რაც გოლების გატანაში ეხმარება.

მოგწონთ თუ არა, მბაპე ახალგაზრდა ფეხბურთელებს უყვართ და აღფრთოვანებულები არიან. ჟურნალისტებმა მას შეუქმნეს იმიჯი, თითქოს ის ეგოისტი და ინდივიდუალისტი მოთამაშეა.

იცით? თავდამსხმელს ეგოიზმი გარკვეულწილად სჭირდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ კილიანი საფრანგეთის ნაკრებში მოიქცევა ისე, როგორც კაპიტანს შეეფერება.“

შეგახსენებთ, რომ რეალის ვარსკვლავს საოცარი სეზონი აქვს. მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 37 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კილიანმა ლა ლიგის 21 ტურში მატჩში თავი 22-ჯერ გამოიჩნა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში კი 13 გოლი გაიტანა. ორი გოლიც კოპა დელ რეიზე მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები