კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ვარჯიშს უბრუნდება | ბოლო ინფორმაცია რონალდუზე და მის მომავალზე

კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია გაჩენილი. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და პროტესტის ნიშნად „ალ-ნასრის“ ბოლო მატჩი გამოტოვა.

ბოლო პერიოდში რონალდუზე რამდენიმე გამოცემამ დაწერა. მათი ნაწილი ირწმუნებოდა, რომ კრიშტიანუმ საუდის არაბეთი დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და კონტრაქტის გაწყვეტას სერიოზულად განიხილავდა. ავტორიტეტული Record-ის ცნობით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

პორტუგალიელი ფეხბურთელი არსად წასულა. იგი კვლავინდებურად ერ-რიადში იმყოფება და დღეს გასამართ ვარჯიშში მონაწილეობასაც მიიღებს. Record ადასტურებს, რომ რონალდუ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

რონალდუ კარიმ ბენზემას „ალ-ჰილალში“ გადასვლამ განარისხა. რონალდუს აზრით, ეს გარიგება სამართლიან კონკურენციას აზიანებს და ადასტურებს, რომ „ალ-ჰილალი“ სუვერენული ფონდის ფავორიტია, ხოლო „ალ-ნასრი“ შემადგენლობის გასაძლიერებლად საჭირო მხარდაჭერას ვერ იღებს (საინვესტიციო ფონდი ტოპ 4 კლუბის აქციების 75-75 პროცენტს ფლობს). კრიშტიანუს მიაჩნია, რომ „ალ-ჰილალი“ ფონდის მთავარი ფავორიტია და მის გასაძლიერებლად ბევრად მეტი მუშაობა მიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი მინდა“ - ჰოლოუეი თოფურიასთან რევანშს უმიზნებს
„აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი მინდა“ - ჰოლოუეი თოფურიასთან რევანშს უმიზნებს