გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სპორტინგი ქოჩორაშვილის გასაშვებად მზადაა | მას მსურველიც გამოუჩნდა

გიორგი ქოჩორაშვილს „სპორტინგში“ სათამაშო დრო არ ეძლევა და მის წასვლაზე აქტიურად იწერება. პორტუგალიური გამოცემის, Leonino-ს ინფორმაციით, „ლომები“ „ქოჩოს“ ზაფხულში გაყიდვის მომხრენი არიან და ქართველ ფეხბურთელს მსურველიც გამოუჩნდა.

„ლევანტე გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნებას მომგებიან ვარიანტად განიხილავს, მაგრამ სპორტინგის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ესპანურ კლუბს ნახევარმცველის გადაყვანა ნამდვილად სურს, მაგრამ 5.5 მილიონი ევროს გადახდას არ გეგმავს“, — წერს Leonino.

პორტუგალიური გამოცემა დასძენს, რომ „სპორტინგი“ ქოჩორაშვილის გასაშვებად მზად არის, რადგან მან ადაპტაცია ვერ გაიარა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უჭირს. „ლომების“ მთავარი მოთხოვნა ჩადებული ინვესტიციის სრულად ამოღებაა, რაც სწორედ 5.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მას პორტუგალიის ჩემპიონატში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 6 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა უნდა გააკეთოს გეიჯიმ ილიას დასამარცხებლად | დარიუშის რჩევა ჯასტინს
რა უნდა გააკეთოს გეიჯიმ ილიას დასამარცხებლად | დარიუშის რჩევა ჯასტინს