უოტფორდმა ქპრ-თან წააგო - გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე ძირითადში იყვნენ
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-40 ტურში საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ქუინს პარკ რეინჯერსს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ანგარიში 26-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა, რაიან კოლიმ გახსნა და შესვენებამდე ქპრ-ს უპირატესობის გაზრდა რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა „კრაზანების“ მეკარემ, ეგილ სელვიკმა დამაჯერებლად ითამაშა. მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობას ისევ ქპრ ფლობდა და 63-ე წუთზე პოლ სმიტმა საგოლე პასს გოლიც მიამატა. 85-ე წუთზე იმრან ლუზამ ეფექტური საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს „უოტფორდის“ მაქსიმუმი აღმოჩნდა.
ჩაკვეტაძემ 73 წუთი ითამაშა, Sofascore-ისგან 6.6-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 42 შეხება ბურთთან, 1 საკვანძო პასი, 26-დან 22 ზუსტი პასი (85%), 1 დაბლოკილი დარტყმა, 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 ვარდნა, 2 ჩაჭრა და 4-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა.
რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ის მწვრთნელმა 85-ე წუთზე შეცვალა. საბამ Sofascore-ისგან 6.5-იანი შეფასება მიიღო, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 59 შეხება ბურთთან, 2 ჩაჭრა, 5 ამოტანა, 6-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა და 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 41-დან 33 ზუსტი პასი (80%) და 6-დან 2 ზუსტი გრძელი პასი. საბამ ერთხელ დაარღვია წესები და ყვითელი ბარათიც მიიღო.
40 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 56 ქულით მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „კრაზანები“ 6 აპრილს საკუთარ მოედანზე „ჩარლტონთან“ გამართავენ.