გოგა ბითაძე, დესმონდ ბეინი, პაოლო ბანკერო, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ბითაძეს 8 წუთი მისცეს და 4 ქულა ჩააგდო | ორლანდო სან ანტონიოსთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ 2-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ტექსასში შეწყდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა და 103:112 დამარცხდა.

ბითაძემ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და ბოლო ოთხ შეხვედრაში პირველად სათამაშო დრო მიიღო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 8 წუთი და 36 წამი გაატარა და 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ორივე მოხსნა საკუთარ ფარზე ჰქონდა.

„ორლანდოს“ რიგებში 25 ქულით დესმონდ ბეინი გამოირჩა. პაოლო ბანკერომ 19 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. „სან ანტონიოს“ მხრიდან ბრწყინვალე იყო ვიქტორ ვემბანიამა — 25 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი, 4 ჩაჭრა და 5 დაფარება. დევინ ვესელმა 16 ქულა გააკეთა, დი’აარონ ფოქსმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა — 14 ქულა და 10 პასი.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 25 მოგება და 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზე იმყოფება. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს, მოქმედი ჩემპიონის, „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო
ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო