ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირ და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.
დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო არ იღებდა მონაწილეობას. ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში „ნიუკასლთან“ ტრავმა მიიღო, რის გამოც 8-10 დღე გაუცდება.
დღევანდელ მატჩში ანგარიში 22-ე წუთზე, მაიულუმ გახსნა, თუმცა საგულისხმოა, რომ მანამდე, მე-20 წუთზე მასპინძლებს შეეძლოთ გატანა. პარიზული გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პანიჩელიმ შეასრულა, თუმცა არგენტინელს მატვეი საფონოვმა აჯობა და თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. მაიულუს გოლიდან 5 წუთში „სტრასბურგმა“ მაინც შეძლო გოლის გატანა. ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გელა დუემ გაიტანა.
მეორე ნახევარში, მეტოქესთან უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა მოედნიდან აშრაფ ჰაკიმი გააძევა, რის გამოც პსჟ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნა. თუმცა, ეპიზოდიდან მალევე, 81-ე წუთზე ლუის ენრიკემ მაინც შეძლო გოლის გატანა, რაც საბოლოოდ გამარჯვების მომტანიც აღმოჩნდა. მთავარი გმირი კი ნუნუ მენდეში იყო, რომელმაც თავის გუნდს ლიგა 1-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოუტანა.
20 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 48 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „მარსელთან“ გამართავს, თუმცა „ლე კლასიკში“ ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას არ მიიღებს.