გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგა არ ათამაშეს | ორლანდო ოკლაჰომასთან 36 ქულით განადგურდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის მოქმედ ჩემპიონთან, „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ განადგურდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ოკლაჰომა სითის“ სტუმრად დაუპირისპირდა და 36 ქულით დამარცხდა — 92:128.

ბითაძეს სათამაშო დრო არ მიუღია და მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „ორლანდოს“ ძირითადმა ცენტრმა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა, 23 წუთში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო მეორე ცენტრმა, მო ვაგნერმა, 13 წუთში 8 ქულა დააგროვა. „მეჯიქის“ რიგებში საუკეთესო ჯეილენ საგსი იყო — 20 ქულა.

„ოკლაჰომას“ მხრიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა აიზია ჯომ ჩააგდო. შეი გილჯეს-ალექსანდერმა 20 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო აიზია ჰარტენშტაინმა სამმაგი დუბლი გააკეთა — 12 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსაზრება, რომ „ორლანდოს“ ბითაძის გაცვლა გადაწყვეტილი აქვს და სწორედ ამიტომ არ ათამაშებენ. ქართველ კალათბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს და ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად „ნიუ იორკ ნიქსსა“ და „სან ანტონიო სპურსს“ უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა“ - Eagle Media ბეშიქთაშსა და ზურიკოზე
„მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა“ - Eagle Media ბეშიქთაშსა და ზურიკოზე