თემურ ქეცბაია
Aa
Aa

რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება | ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი აღარაა

თემურ ქეცბაიამ და „ანორთოსისმა“ თანამშრომლობა შეწყვიტეს. კვიპროსულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

„ანორთოსისი“ იუწყება, რომ თემურ ქეცბაიასთან და მის ასისტენტებთან თანამშრომლობა შეწყვიტა“, – ნათქვამია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში.

ქეცბაიამ „ანორთოსისი“ სექტემბერში ჩაიბარა და გუნდის მთავარი მწვრთნელი 148 დღის განმავლობაში იყო. მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტელებმა კვიპროსის ჩემპიონატში 18 შეხვედრა და კვიპროსის თასზე 2 მატჩი გამართეს. „ანორთოსისმა“ 5 თამაში მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 8-ჯერ დამარცხდა.

ქეცბაიას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ხლორაკასთან“ მარცხის შემდეგ ქეცბაია „ანორთოსისის“ ხელმძღვანელებს შეხვდა და მხარეებმა თანამშრომლობის დასრულება გადაწყვიტეს.

კვიპროსული პრესის ცნობით, კლუბის მესვეურები უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ „ანორთოსისი“ მნიშვნელოვან შეხვედრებში, განსაკუთრებით სატურნირო ცხრილში მასზე დაბლა მყოფ გუნდებთან, დამაკმაყოფილებელ თამაშს ვერ აჩვენებდა და სათანადო შედეგებიც არ ჰქონდა. ფამაგუსტელთა ხელმძღვანელობის აზრით, მწვრთნელის შეცვლა ბოლო ზომაა, რომელსაც დარჩენილ 6 ტურში სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქეთში წასვლა არ უნდა | ახალი ინფორმაცია მამარდასა და ბეშიქთაშზე
თურქეთში წასვლა არ უნდა | ახალი ინფორმაცია მამარდასა და ბეშიქთაშზე