ლაშა ბექაური
Aa
Aa

ცვლილება განაცხადში - ბექაური ტატამს უბრუნდება

27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების მიიღებს. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მცირე ცვლილებაა. -90 კგ. წონით კატეგორიაში თავდაპირველად, გიორგი ჯაბნიაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი გვხვდებოდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ, მწვრთნელებმა მცირე ცვლილება შეიტანეს და ახლა, ჯავახიშვილის ნაცვლად შემადგენლობაში ლაშა ბექაური შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 2026 წელს პირველ ტურნირზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  • -60 კგ. - მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია.
  • -66 კგ. - ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე.
  • -73 კგ. - მიხეილ ბახბახიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
  • -81 კგ. - დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი.
  • -90 კგ. - გიორგი ჯაბნიაშვილი, ლაშა ბექაური.
  • -100 კგ. - ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი. 
  • +100 კგ. - გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის გრანდ სლემამდე, ქართველი ძიუდოისტები სეზონს 7-8 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემით გახსნიან. ტაშკენტის შემდეგ, პირველი გრანდ სლემი თბილისში არის დაგეგმილი, რომელიც 20-22 მარტს გაიმართება. 16-19 აპრილს კი ჩვენი დედაქალაქი ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2026 წლის პირველი დიდი სლემი - როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
2026 წლის პირველი დიდი სლემი - როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა