ოქროს ბურთი 2026: განახლებული რეიტინგი - კეინი გალიდერდა
ავტორიტეტულმა გამოცემა Goal-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. წამყვანი ევროპული ტაბლოიდები (და არამარტო), ამას მთელი წლის განმავლობაში სისტემატურად აკეთებენ და განახლებულ რეიტინგებს გვთავაზობენ. ამჯერად, სიის სათავეში მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელი ლიდერი ჰარი კეინია.
მეორე პოზიციაზე კილიან მბაპეა. „რეალის“ ათიანი და ოქროს ბუცთან ერთად, „ოქროს ბურთის“ მოგებასაც უმიზნებს.
ჯერჯერობით მე-3 ადგილზე ერლინგ ჰოლანდია. ასევე აღსანიშნავია ათეულში ლეო მესის ყოფნა. არგენტინელი მე-10 პოზიციაზე იმყოფება.
მთლიანობაში TOP 10 ასე გამოიყურება:
1) ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)
2) კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი)
3) ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
4) ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
5) მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი)
6) ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
7) დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი)
8) ლუის დიასი (ბაიერნი, კოლუმბია)
9) რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია)
10) ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა)