“მოურინიოთი აღფრთოვანებული ვარ“ - სიმეონე დერბის წინ
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თანაქალაქელ რეალთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
განწყობა:
„ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ წინა მატჩს ქალაქის დერბისთან კავშირი არ აქვს. ვერ ვხვდები, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს წინა მატჩებს ან მათ შეხვედრებს ამ მატჩთან.“
ალვარესზე:
„ის ჩვენ შემოგვიერთდება. მოგვიანებით გადავწყვეტთ, დაიწყებს თუ არა შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში, თუ მატჩის განმავლობაში შემოვა.“
მატჩში გადასვლები:
„ორივე გუნდის მახასიათებლები განსხვავებულია. მათ ჩვენზე უფრო ძლიერი გადასვლები აქვთ. ბურთის დაკარგვისთანავე ისინი მბაპესა და ვინისიუსთან ერთად ამ შესაძლებლობას ეძებენ. ჩვენ კი ვცდილობთ, ბურთი არ დავკარგოთ, რადგან ეს სწორედ ის არის, რასაც ისინი ყველაზე კარგად აკეთებენ.“
შეცვლილი სიტუაცია:
„ამდენი წლის უკან გახედვისას... თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ. მოურინიოს მიმართ დიდი აღფრთოვანება მაქვს. მან იცის, რამდენად დიდ პატივს ვცემ.“
გრიმალდოზე:
„ლოგიკურია, რომ მისი ადაპტაცია ეტაპობრივად მოხდეს. „რეალ სოსიედადთან“ მატჩში მან უკვე აიღო პასუხისმგებლობა და პენალტი შეასრულა, შემდეგ კი საგოლე გადაცემაც გააკეთა. წინა შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ დაცვით ფაზაში და მივცეთ საშუალება, გამოავლინოს მთელი ის ნიჭი, რომელიც აქვს.“
რჩევა ახალწვეულებს დერბის წინ:
„რჩევების მიცემა ჩემი სტილი არ არის. თუმცა ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. ხვალ „მეტროპოლიტანოზე“, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, ასეთი მატჩისთვის დამახასიათებელი წნეხი და ემოცია სრულიად ნორმალურია. უპირველეს ყოვლისა, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ. არსებობს ერთი სიტყვა — თავდაჯერებულობა. თუ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, შეიძლება ყველაფერი კარგად ან ცუდად წავიდეს, მაგრამ ეს მაინც სწორი გზაა.“
ატმოსფერო მადრიდში:
„მადრიდში წარმოუდგენელი კვირაა. ფორმულა 1-ის რბოლაზე ვიყავი, შაკირა ვნახე... ხვალ კი „ატლეტიკო“ „რეალს“ ეთამაშება. ქალაქი განსაკუთრებულ მუხტშია და ატმოსფერო საოცარია.“
დერბის მოტივაცია:
„ეს ფეხბურთელიდან ფეხბურთელამდე განსხვავდება, თუმცა საკუთარ თავს ვერ მოვატყუებთ... არსებობს მეტოქეობა, რომლის გაცოცხლებაც ბოლო წლებში შევძელით. ასეთ მატჩებში თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის ატლეტიკოსა და მადრიდის რეალის მომავალი დაპირისპირება 20 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.