ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„თუ ეს გააკეთა, MMA-ის მაიკლ ჯორდანი გახდება“ | მასვიდალი თოფურიაზე

UFC-ის ყველაზე სწრაფი ნოკაუტის ავტორმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიაზე საინტერესო განცხადება გააკეთა. „გეიმბრედის“ თქმით, „ელ მატადორს“ შეუძლია, MMA-ის მაიკლ ჯორდანი გახდეს და ამისთვის ისლამ მახაჩევის დამარცხება სჭირდება.

„UFC-ის ისტორიაში სამი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი არავის მოუგია. თუ ილია ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავა და მახაჩევს დაამარცხებს, ჯონ ჯონსზე, ჟორჟ სენ-პიერზე და ყველა სხვა ლეგენდაზე მაღლა დადგება. თუ ეს გააკეთა, თოფურია სიდიადის სრულიად სხვა კატეგორიაში მოხვდება, რომელშიც მარტო თვითონ იქნება.

როდესაც უყურებ მებრძოლს, რომელიც კარიერის პიკში მყოფ ვოლკანოვსკის აფინიშებს, ჰოლოუეის თიშავს და შემდეგ მაღალ წონაში ადის, სადაც ოლივეირას ანადგურებს, გიჩნდება კითხვა — ეს მითოლოგიური პერსონაჟი ვინ არის. მახაჩევი UFC-ის P4P რეიტინგის პირველი ნომერია, რომელიც ყველა მეტოქეს ანადგურებს. მას დიდი სახელის მქონე მოწინააღმდეგეები ჰყოლია და ყველა მათგანი ნაწილებად დაშალა. თუ ილიამ მას მოუგო, რამდენადაც არ უნდა მოგწონდეთ, იძულებული იქნებით, თქვათ, რომ ის GOAT-ების GOAT-ია. მახაჩევი ზუსტად ისეთი მებრძოლია, როგორიც თოფურიას დასამარცხებლად არის საჭირო და თუ ილიამ მასაც მოუგო, საერთოდ სხვა დონეზე ავა“.

მასვიდალმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ვოლკანოვსკის, ჰოლოუეისა და ჟოზე ალდოს გვერდით ილიაც უნდა ვახსენოთ. მასვიდალის თქმით, მართალია, „ელ მატადორი“ მსუბუქ წონაში გადავიდა და ქვემსუბუქი წონის ტიტული მხოლოდ ერთხელ დაიცვა, თუმცა მაინც საუკეთესოთა შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება | ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი აღარაა
რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება | ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი აღარაა