თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ბარსას ზედიზედ მეორე მარცხი ევროლიგაში | შენგელიამ მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო

ევროლიგის 26-ე ტურში ბარსელონა შინ ფენერბახჩესთან 78:82 დამარცხდა.

კატალონიური კლუბის ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18:49 წუთი გაატარა, თუმცა ნაკლებად პროდუქტიული იყო, მის აქტივში მხოლოდ 3 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა.

ბარსელონა ევროლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა, 25-ე ტურში ოლიმპიაკოსმა პირეოსში 87:75 მოუგო. აღნიშნული შეხვედრა შენგელიამ სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, შეხვედრა 12 ქულით, 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, 1 სამიანი გააფუჭა და 4-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

20-გუნდიან ევროლიგაში ბარსელონა 16 გამარჯვებითა და 10 მარცხით მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, 6 თებერვალს ბასკონიასთან სტუმრად გამართავს.

ბოლო პერიოდში ბარსელონას აშკარა ჩავარდნა აქვს, ევროლიგასა თუ ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს.

მსგავსი სიახლეები