გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ჰალთან აქტიური იყო | შეტევებს ამწვავებდა და 75-ე წუთზე შეცვალეს

ინგლისის ჩემპიონშიფის 26-ე ტურში ჰალ სიტისა და უოტფორდის შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ხავი გარსიას წასვლის შემდეგ უოტფორდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ჩარლი დანიელსი ასრულებს, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. ქართველი შემტევი აქტიური იყო, თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა და ორჯერ გოლის გატანა თავადაც სცადა. პირველი მცდელობა უფრო სახიფათო იყო, მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. თუ თამაშს ასე გააგრძელებს და ტრავმა ხელს არ შეუშლის, საუკეთესო ფორმას მიმდინარე სეზონში დაუბრუნდება.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჰალთან მატჩში ერთ მომენტში შეცდა, ბურთი დაკარგა და მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, თუმცა ეპიზოდი გოლით არ დასრულებულა.

ჩაკვეტაძე 75-ე წუთზე შეცვალეს.

ჩემპიონშიფში 30 ტურში უოტფორდმა 44 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 7 თებერვალს საუთჰემპტონს ესტუმრება.

გასული წლის აპრილიდან ნოემბრამდე მოყოლებული ტრავმის ხანგრძლივი რეაბილიტაციის გამო მოედანზე არ გასულა. ნოემბერში მინდორს დაუბრუნდა და მას შემდეგ 14 მატჩი ჩაატარა, 1 საგოლე პასი ბირმინგემთან შეასრულა.

26 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028-29 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს, Transfermarkt-ი 4,5 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება | ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი აღარაა
რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება | ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი აღარაა