პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„გუარდიოლა სიტისთან კონტრაქტს არ გააგრძელებს“ - BBC პეპის წასვლის 2 სავარაუდო დროს ასახელებს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა, კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, კლუბში გუარდიოლას მომავალთან დაკავშირებით „აშკარა გაურკვევლობაა“ - არ არის გამორიცხული, რომ კატალონიელმა სპეციალისტმა პოსტი უკვე ამ ზაფხულს დატოვოს. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სეზონის დასასრულს მიიღება და იქამდე „ქალაქელთა“ ხელმძღვანელები არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუარდიოლა მომავალ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დარჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელსაც ვადა 2027 წლის ივნისში ეწურება.

ამრიგად, პეპს „სიტიში“ კიდევ ნახევარი სეზონით ან სეზონნახევრით ვიხილავთ. ბოლო ინტერვიუებში თავად გუარდიოლასაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას ცოტა ხნით დასვენება სურს, რის შემდეგაც თავის კარიერაში ახალ მოტივაციასა პროექტს მოძებნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები