ედინ ჯეკო
Aa
Aa

იტალიელი ჯაშუში ბოსნიელთა ვარჯიშზე | სკანდალი გადამწყვეტი მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში იტალია ბოსნია-ჰერცეგოვინას ხვდება. მატჩს ზენიცაში მდებარე „ბილინო პოლიეს“ სტადიონი უმასპინძლებს და გამარჯვებული მუნდიალზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

გადამწყვეტი მატჩის წინ ბოსნია-ჰერცეგოვინაში სკანდალი აგორდა. ნაკრების ერთ-ერთი ვარჯიშის დახურული სესიისას დააფიქსირეს იტალიელი ჯარისკაცი, რომელიც ფეხბურთელებს ვიდეოს უღებდა. იგი ევროკავშირის მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაგზავნილი სამხედრო მისიის წარმომადგენელი გახლავთ და ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილმა მას ჯენარო გატუზოს ჯაშუში უწოდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჯარისკაცს ტერიტორია სწრაფად დაატოვებინეს. მომხდარს იტალიური პრესა გამოეხმაურა. Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ ჯარისკაცი გატუზოს ჯაშუში არ ყოფილა. ის უბრალოდ საწვრთნელ ბაზასთან ახლოს იმყოფებოდა და ედინ ჯეკოსა და მისი თანაგუნდელების ვარჯიშის ნახვა სურდა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში იტალიამ ჩრდილოეთ ირლანდიას 2:0 მოუგო, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინამ პენალტების სერიაში უელსი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შიშის მომენტი ბევრჯერ მქონია, მაგრამ...“ - თოფურიას გულწრფელი ინტერვიუ
„შიშის მომენტი ბევრჯერ მქონია, მაგრამ...“ - თოფურიას გულწრფელი ინტერვიუ