კილიან მბაპე
Aa
Aa

„სრულად ვაცნობიერებ იმ როლს, რომელსაც ჩემგან ელიან“ - მბაპე 2026 წლის მუნდიალზე

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა, კილიან მბაპემ კოლუმბიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და საფრანგეთის ნაკრების შანსებზე ისაუბრა. 27 წლის შემტევმა განაცხადა, რომ ახლა გუნდს უფრო ნიჭიერი და ანგარიშგასაწევი ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

რას ამბობს მბაპე:

„უცნაური გრძნობაა, როცა ისე ვსაუბრობ, თითქოს ერთ-ერთი ვეტერანი ვარ, თუმცა რეალურად ასე არ არის.“

„დღესდღეობით სრულად ვაცნობიერებ იმ როლს, რომელსაც მწვრთნელი და ჩემი თანაგუნდელები ჩემგან ელიან. 2022 წელს გუნდის ვარსკვლავი ვიყავი, ასეთ პოზიციაზე კი ყველა შენზეა კონცენტრირებული და სურთ, რომ შენზე იზრუნონ. ახლა კი პირიქითაა. უკვე მე ვარ ის, ვისაც სხვებზე უწევს ზრუნვა. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მე პროფესიონალურ კარიერას ვიწყებდი.“

„ახლა გუნდში უფრო მეტი ტალანტი და პოტენციალია, ვიდრე 2022 წელს. არის თუ არა ეს უფრო ძლიერი გუნდი? შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ ამ გუნდთან ერთად ნამდვილად შეგვიძლია მაღალი მიზნების მიღწევა.“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები I ჯგუფში იქნება, სადაც სენეგალისა და ნორვეგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, მეოთხე მეტოქე კი ერაყსა და ბოლივიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება
ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება