ტუხელი: საუკეთესო შემადგენლობა ავირჩიეთ და არა ყველაზე ნიჭიერი
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობის შერჩევაზე კომენტარი გააკეთა.
„იმედია, ეს საუკეთესო შემადგენლობაა. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ჩვენ საუკეთესო გუნდს ვკრებდით და არა აუცილებლად ყველაზე ნიჭიერს.
საოცარი სატელეფონო საუბრები გვქონდა. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად ემოციურად უპასუხა ყველამ ამ გამოწვევას და რას ნიშნავს ეს მათთვის - იმათთვისაც კი, ვისაც ტურნირებზე ადრეც უთამაშია. ყოველი ზარის შემდეგ სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.
შემადგენლობა ფაქტორთა ერთობლიობით შეირჩა. რა გააკეთეს ფეხბურთელებმა ჩვენთვის? შემოაქვს თუ არა მოთამაშეს რაღაც ახალი? რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებდნენ, ამას გავლენა ჰქონდა, შემდეგ კი მათ ვაკვირდებოდით და თვალყურს ვადევნებდით. ის, რასაც კლუბისთვის აკეთებ, არასდროს გადადის მეორე პლანზე. ასევე მნიშვნელოვანია შეკრებებზე გაწეული სამუშაოც.
იყო რთული სატელეფონო საუბრებიც, რადგან მათ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელებსა და პიროვნებებს. 55-კაციანი წინასწარი შემადგენლობიდან გამოძახებას თითოეული მათგანი იმსახურებდა, სიის 26 მოთამაშემდე შემცირება კი ტანჯვის ტოლფასი და ძალიან რთული იყო.
გულახდილად რომ ვთქვა, ოცნება შეიძლება. შემიძლია ერთი წამით ვიოცნებო, მაგრამ მაშინვე ვუბრუნდები რეალობას და ამოცანას ეტაპებად ვყოფ. ჯერ კიდევ პირველ შეკრებაზე მკაფიოდ ჩამოვყალიბდით: მოდით, ვცადოთ მოგება.
თუ ენერგია და თავდადება მოწოდების სიმაღლეზე იქნება, თუ იქნება ძმობის გრძნობა, გულშემატკივრები ამას დაინახავენ. ამავდროულად, მკაფიოდ გვესმის, რომ აზარტით უნდა ვითამაშოთ. მიზანი ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი ეტაპებად დაყოფა - ჯერ შეკრება, შემდეგ კი ჯგუფური ეტაპი“,
- განაცხადა ტუხელმა.