ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

ნაკრებმა მზადება დაიწყო - 16 ფეხბურთელი სანიოლის განკარგულებაში

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განკარგულებაში 16 ფეხბურთელი იყო, დანარჩენი მოთამაშეები კი ეროვნულ გუნდს საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.

ქართველი ფეხბურთელები 2 ივნისს რუმინელებს უმასპინძლებენ, რომელთაც გეორგე ჰაჯის სახით ახალი დამრიგებელი ჰყავთ და ეროვნული გუნდის მესაჭის რანგში სადებიუტო მატჩს სწორედ თბილისში ჩაატარებს. ეს თამაში განსაკუთრებული იქნება გურამ კაშიასთვის, რომელიც ნაკრებს დაემშვიდობება. რუმინელების  შესახებ ყველაზე კარგად ბუნებრივია ანზორ მექვაბიშვილმა იცის, რომელიც იქაურ ჩემპიონატში თამაშობს და როგორც ქვეყნის ჩემპიონი, ასევე თასის გამარჯვებული გახდა. ანზორი უკვე ნაკრებთან ერთადაა და მომავალ სპარინგთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა.

ცნობისათვის, რუმინელების გარდა ამხანაგურ მატჩს ქართველი ფეხბურთელები 5 ივნისს ბაჰრეინელებთან ჩაატარებენ. ორივე სპარინგს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაღაც მხრივ ქართველებს ჰგვანან“ | ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ
„რაღაც მხრივ ქართველებს ჰგვანან“ | ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ