ბერნარდო სილვა
Aa
Aa

„სამშობლოსთან ახლოს, უდიადეს კლუბში“ - ბერნარდო სილვა რეალში წარადგინეს

ბერნარდო სილვას გასული სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალს“ შეუერთდა. იყო საუბრები იმის თაობაზე, რომ 31 წლის პორტუგალიელი გარემარბი „ბარსელონაში“ გადავიდოდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ფაქტორიდან გამომდინარე, მან არჩევანი მადრიდელთა სასარგებლოდ გააკეთა. თუმცა, ახლა როგორც ირკვევა, სილვას მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ მწვრთნელის ფაქტორით არ იყო განპირობებული, რაც ფეხბურთელმა „ბლანკოსში“ პრეზენტაციისას მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.

ბერნარდო სილვა

ბევრჯერ მომიწია „რეალის“ წინააღმდეგ თამაში და ამ გუნდის სიდიადე ბოლომდე შევიგრძენი. ვიგრძენი რა მაგარი სტადიონია „სანტიაგო ბერნაბეუ“ და როგორ სხვა განცდებთან არის დაკავშირებული ამ არენაზე ასპარეზობა. ასე რომ, როდესაც „სამეფო კლუბიდან“ დამიკავშირდნენ, 2 წუთიც კი არ მიფიქრია. ვიქნები სამშობლოს მეზობლად, ოჯახის წევრებთან ახლოს და ვიცხოვრებ პორტუგალიურთან ახლოს მყოფი ქვეყნის კულტურის ფასეულობებით. მოკლედ ასეა - როდესაც „რეალი“ გირეკავს, ზედმეტი ფიქრი საჭირო აღარ არის.

ცნობისათვის, ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017-2026 წლებში თამაშობდა და „ქალაქელებთან“ ერთად ექვსჯერ პრემიერლიგა, ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი, სამჯერ ასოციაციის თასი, სამჯერ ინგლისის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდულად მოკლე დროში - ზიდანის ეფექტი
რეკორდულად მოკლე დროში - ზიდანის ეფექტი