„თამაშზე ძველებურ გავლენას ვეღარ ახდენს, ფორმაში არ არის“ - ტუხელი პალმერზე
ტომას ტუხელმა განმარტა, რატომ არ მიდის კოულ პალმერი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
„ვფიქრობ, ის ზარალდება იმის გამო, რომ არ იმყოფება საუკეთესო ინდივიდუალურ ფორმაში. მთელი სეზონის განმავლობაში ის უბრალოდ ისე ვერ წყვეტდა მატჩების ბედს და ვერ ახდენდა გავლენას თამაშზე, როგორც წინა წლებში.
მეორეც, მას არ ჰქონია ძალიან დიდი გავლენა ჩვენს თამაშზე. მისი მაჩვენებლები ჩვენთან უბრალოდ არ ყოფილა გამორჩეული, არ იყო საკმარისად კარგი იმის სათქმელად: „ის ნებისმიერ შემთხვევაში მიდის”.
უბრალოდ ასეთია რეალობა. მას რამდენჯერმე მოუწია ნაკრების შეკრების დატოვება ტრავმების გამო, ხოლო როცა ბანაკში იმყოფებოდა, ისეთ გავლენას ვერ ახდენდა, როგორსაც ყველანი ველოდით მისგან.
მე შემიძლია უამრავი არგუმენტი ვიპოვო მისი შემადგენლობაში შეყვანის სასარგებლოდ. პატივს ვცემ მის ოსტატობას და სრულიად უნიკალურ ხასიათს. ბანაკში მას არასდროს შეუქმნია პრობლემები. ვფიქრობ, მისი ხასიათი ეხმარება მას, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებშიც კი არ ინერვიულოს და გადამწყვეტად იმოქმედოს. მაგრამ ასეთი მომენტებისთვის ასევე საჭიროა ფორმაში ყოფნა, საჭიროა გუნდზე გავლენის მოხდენა, მან კი ეს სტაბილურად ვერ დაამტკიცა.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული სატელეფონო ზარი და, რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი სახელია, რომელიც შემადგენლობის მიღმა დარჩა. მაგრამ მე უარს ვამბობ ფეხბურთელების წაყვანაზე მხოლოდ სახელის გამო და უარს ვამბობ მათ არასაკუთარ პოზიციებზე დაყენებაზე, ოღონდაც ათამაშო. მირჩევნია რთული გადაწყვეტილება წინასწარ მივიღო, გადავხარშო და შემდეგ სრულად კონცენტრირდე დანარჩენებზე“,
- განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.