კრისტიან ძაკარდო, ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

ძაკარდო: “ბართიშვილს დიდი მომავალი აქვს“

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ძაკარდომ ქართველ ახალგაზრდა ტალანტებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ანდრია ბართიშვილს დაუთმო. Sky Calcio-სთან ინტერვიუში ძაკარდომ აღნიშნა, რომ ქართულ ფეხბურთში ახალი თაობა აქტიურად იკვეთება და ბართიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.

მისი შეფასებით, „იბერიის“ 16 წლის შემტევ ნახევარმცველს დიდი პოტენციალი აქვს და მომავალში მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია. აგენტის თქმით, ბოლო წლებში საქართველოდან არაერთი ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდა, რაც ქვეყნის საფეხბურთო განვითარების ნათელი მაგალითია.

ძაკარდომ ასევე გაიხსენა ხვიჩა კვარაცხელია-ს კარიერის საწყისი ეტაპი და აღნიშნა, რომ მისი ტალანტი ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ გადასვლამდე დიდი ხნით ადრე იყო აშკარა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, კვარაცხელიას თამაში ორი წლით ადრე ნახა და სწორედ ამის შემდეგ გაუწია რეკომენდაცია იტალიურ კლუბში გადასასვლელად.

ინტერვიუში მან ხვიჩას უმცროს ძმაზეც გაამახვილა ყურადღება — თორნიკე კვარაცხელია, რომელიც 2010 წელს არის დაბადებული. ძაკარდოს შეფასებით, თორნიკეს უკვე ეტყობა მსგავსი სათამაშო სტილი — ის მარცხენა ფლანგზე მოქმედებს, გამოირჩევა დრიბლინგითა და დარტყმით, რაც მას პერსპექტიულ მოთამაშედ წარმოაჩენს.

ქართველი ფეხბურთელებისადმი მზარდი ინტერესის ფონზე, ევროპული კლუბები სულ უფრო აქტიურად აკვირდებიან ახალგაზრდა ტალანტებს. ანდრია ბართიშვილი სწორედ იმ მოთამაშეთა შორის სახელდება, რომელსაც უახლოეს წლებში საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის რეალური შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეეძლო, დაესვენა, მაგრამ ივარჯიშა | გოჩოლეიშვილი ჰამბურგის მწვრთნელმა შეაქო
შეეძლო, დაესვენა, მაგრამ ივარჯიშა | გოჩოლეიშვილი ჰამბურგის მწვრთნელმა შეაქო