გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

შეეძლო, დაესვენა, მაგრამ ივარჯიშა | გოჩოლეიშვილი ჰამბურგის მწვრთნელმა შეაქო

გიორგი გოჩოლეიშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ ჰამბურგში დაბრუნდა და ვარჯიშის გამართვაც მოასწრო. BILD-ის ინფორმაციით, ლიეტუვასთან მატჩიდან 22 საათის შემდეგ გოჩოლეიშვილი უკვე კლუბის საწვრთნელ ბაზაზე იყო და მისმა დამოკიდებულებამ „ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელის ქება დაიმსახურა.

ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა უფლება დაესვენა, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში აირჩია. გერმანული კლუბის თავკაცი, მერლინ პოლცინი, ამ თემაზე BILD-ს ელაპარაკა და გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„გიორგის ვესაუბრე. მან თქვა, რომ ვარჯიში ძალიან უნდოდა, რადგან სანაკრებო შეხვედრებში ბევრი არ უთამაშია. მის ნაკრებში, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იასპარეზეს, რომლებმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრები ახლახან ჩაატარეს.

საქართველოს ნაკრებში კარგად იციან, გიორგის სახით როგორი ფეხბურთელი ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ. ამიტომაც, ძალიან კარგია, როცა შენი მოთამაშე ამბობს: „მოედანზე გასვლა და სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ძალიან მინდა.“ ეს მისი მხრიდან ძალიან კარგი ინიციატივაა.“

შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ „ჰამბურგს“ 30 ქულა აქვს და ბუნდესლიგის მე-12 პოზიციას იკავებს. გოჩოლეიშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე „აუგსბურგია“, რომელსაც 4 აპრილს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუფასებელია, ხანდახან ხალხს ავიწყდება, რამდენად სტაბილურია“ | ფაბრიციომ ხვიჩაზე ისაუბრა
„დაუფასებელია, ხანდახან ხალხს ავიწყდება, რამდენად სტაბილურია“ | ფაბრიციომ ხვიჩაზე ისაუბრა