გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

ტენერიფეს მარცხი გრან კანარიასთან - შერმადინი საუკეთესო იყო

საკალთბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ტენერიფე გრან კანარიას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 70:72 დამარცხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, ტენერიფე 44:37-ს იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში კანარიამ მოუმატა და შედეგიც სახეზეა.

გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, თუმცა საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 28 წუთი და 17 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 15 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი.

შერმადინმა 8-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 7 იყო. 2 საჯარიმო ტყორცნიდან კი 1 გამოიყენა.

ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფეს და გრან კანარიას 5-5 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ/მეორე ადგილს იყოფენ. შემდეგ ტურში ვიდორეტას გუნდი ნიმბურკს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები