გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ალისონს მსურველი გამოუჩნდა | მილანი ბრაზილიელ მეკარეს დაუკავშირდა

„მილანი“ მაიკ მენიოს შემცვლელს ეძებს. ფრანგ მეკარეს „როსონერისთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და „სან სიროზე“ დარჩენას არ გეგმავს. „შავ-წითლებმა“ მისი შემცვლელი უკვე შეარჩიეს და მათი ყურადღების ცენტრში „ლივერპულის“ ფეხბურთელი, ალისონ ბეკერი მოექცა.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, „მილანი“ ბრაზილიელი გოლკიპერის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა. იტალიელებმა ტრანსფერის დახურვის სურვილი გამოთქვეს და კონკურენტებთან ბრძოლაში დაწინაურდნენ.

ტავოლიერის მიხედვით, „ლივერპული“ ალისონის გასაშვებად მზად არის და გიორგი მამარდაშვილს ენდობა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი „წითლებისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი კონტრაქტისა და ასაკის გამო მერსისაიდელები თანახმა არიან, შესაბამის ფასად მას დაემშვიდობონ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ალისონმა პრემიერ ლიგის 10 და ჩემპიონთა ლიგის 3 შეხვედრაში ითამაშა, ხოლო მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის 5 და ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ალისონმა 17 გოლი გაუშვა, მამარდაშვილმა — 15.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ...“ - სლოტმა სალაჰი კიდევ გააკრიტიკა
„შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ...“ - სლოტმა სალაჰი კიდევ გააკრიტიკა