19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია | ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B ლიგის მეშვიდე ჯგუფში (3-გუნდიანი) მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ისლანდია და მონტენეგრო არიან. მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
B ლიგაში მყოფი გუნდებისთვის საკვალიფიკაციო პროცედურა ასეთია: ჯგუფების გამარჯვებულები მეორე რაუნდში A ლიგაში გადავლენ და თუ 4-გუნდიანი ჯგუფის საუკეთესო სამ ნაკრებს შორის მოხვდებიან მესამე რაუნდის (იგივე ელიტ-რაუნდი) საგზურს მოიპოვებენ, სადაც 7 4-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და ევროპაზე გამარჯვებულები ითამაშებენ.
თუ B ლიგაში ჯგუფი ვერ მოიგე, A ლიგის პირველ რაუნდში, მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად 3 ან 4-გუნდიანი ჯგუფები შეიქმნება და მესამე რაუნდის საგზურს მხოლოდ პირველ ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ. საბოლოოდ, მესამე რაუნდში 28 გუნდი იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 8 ნაკრები იღებს. ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდებიან და პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ნახევარფინალში გავლენ.