მოსალოდნელზე მეტი გაუცდება | როდის დაბრუნდება ბელინგემი
Aa
Aa

მოსალოდნელზე მეტი გაუცდება | როდის დაბრუნდება ბელინგემი

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში „რეალის“ ფეხბურთელმა, ჯუდ ბელინგემმა ტრავმა მიიღო. ინგლისელი ნახევარმცველი მე-10 წუთზე შეცვალეს და დაიწერა, რომ 23 წლის მოთამაშე 2-დან 4 კვირამდე იუქმებდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.

ბელინგემმა ტრავმა თებერვლის დასაწყისში მიიღო და თავდაპირველი ვერდიქტით, მარტში უნდა დაბრუნებულიყო. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Onda Cero-ს ინფორმაციით, ჯუდს მოსალოდნელზე დიდი დრო გაუცდება და აპრილის შუა რიცხვებამდე ვერ დაბრუნდება.

ამ პერიოდის განმავლობაში ბელინგემი „სიტისთან“ გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვიხილავთ. გარდა ამისა, ჯუდი იუქმებს „ხეტაფესთან“, „სელტასთან, „ელჩესთან, „ატლეტიკოსთან“, „მალიორკასთან“ და „ჟირონასთან მატჩებში.

ცნობისთვის, „რეალს“ კილიან მბაპეც ტრავმირებული ჰყავს და ფრანგი სუპერვარსკვლავის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. მადრიდელები ლა ლიგაში მეორე პოზიციას იკავებენ და „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთით ნაკლები თამაში აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ იპოვეს უცნობი ქართველი თავდამსხმელი | AS-ის სტატია გულიაშვილზე
როგორ იპოვეს უცნობი ქართველი თავდამსხმელი | AS-ის სტატია გულიაშვილზე