სპორტული ეთიკის დარღვევა - ცარუკიანის არასპორტული საქციელი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი არმან ცარუკიანი მონაწილეობას ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF)-ში იღებდა და მისი ბრძოლა სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ცარუკიანი ჯეორჯიო პულასს ხვდებოდა და ეს დაპირისპირება ერთ-ერთ მთავარ ბრძოლად იყო მონათლული.
ცარუკიანმა 5:3 გაიმარჯვა, თუმცა ჭიდაობის დასრულებისას სომეხმა თავის მოწინააღმდეგეს სახეში მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც მასშტაბური ჩხუბი დაიწყო.
დაპირისპირებაში ჩარევა მსაჯებს, მწვრთნელებს და სხვა მონაწილეებს მოუწიათ. სოციალურ ქსელებში UFC მებრძოლთა ნაწილმა არმანი გააკრიტიკა და სპორტული ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა. შესაძლოა მის საქციელს სადისციპლინო სანქციებიც მოჰყვეს.