პსჟ, ლუის ენრიკე, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

ფრანგული მედია: ბრედლი ბარკოლა, ენრიკეს დამატებითი ვარიანტი 9 ნომერზე

ბრედლი ბარკოლას გოლით პარი სენ ჟერმენმა ლე ავრი დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგული გამოცემა Canal-supporters ბარკოლას ახალი როლის შესახებ წერს:

„ლე ავრთან მატჩში ბარკოლამ თამაში თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყო და ის პსჟ-ს შეტევის მთავარი საფრთხე იყო. ეს ლუის ენრიკესთვის დამატებითი ვარიანტია ამ პოზიციაზე. „ლე ავრთან“ პსჟ ამ მომენტისთვის, თავის საუკეთესო ბომბარდირს დაეყრდნო, რათა სამი ქულა აეღო და ცხრილში „ლანსთან“ უპირატესობა გაეზარდა. გასულ ტურში „მეცთან“ (3:0) გატანილი გოლის შემდეგ, ბარკოლამ ლიგა 1-ში სეზონის მერვე გოლი გაიტანა  ლი კანგ-ინის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ..

უსმან დემბელეს არყოფნის გამო, ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, თავდამსხმელის პოზიციაზე დაეყენებინა. და როგორც თავად მწვრთნელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, ექსპერიმენტი შეიძლება განმეორდეს:

„მისთვის ეს ახალი პოზიციაა. ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, გაიტანა, ძალიან მოძრავი იყო… აჩვენებს, რომ მომავალშიც შეგვიძლია ის თავდამსხმელის როლში ვიხილოთ.“

თავად ბარკოლამაც ისაუბრა ახალ როლზე:

„რას მთხოვს მწვრთნელი თავდამსხმელის პოზიციაზე? მას სურს, რომ მცველების ზურგს უკან შევიდე, საჭიროების შემთხვევაში დავწიო პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ჩვეული სტილი არაა და ვიყო ეფექტური. დღეს ბედნიერი ვარ — გავიტანე, შეიძლებოდა მეორე გოლიც გამეტანა. შემიძლია ვითამაშო შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე — მარცხნივ, მარჯვნივ თუ ცენტრში — და ეს გუნდისთვის კარგია.“

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა 23 წლის შემტევმა ცენტრში ითამაშა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „არსენალთან“ ეს ექსპერიმენტი წარმატებული არ აღმოჩნდა. თუმცა მიმდინარე სეზონში ბარკოლას პერიოდულად უთამაშია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე — მაგალითად, „ოსერთან“ , სადაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

მართალია, ეს პოზიცია შესაძლოა ყოველთვის იდეალურად არ ერგებოდეს ფეხბურთელს, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია მცველების ზურგს უკან თამაშში, თუმცა „სტად ოსეანზე“ გატანილი გოლის შემდეგ ბარკოლა რეალურ საფრთხედ იქცა „ლე ავრის“ დაცვისთვის.

სპორტული პრესა აღნიშნავს, რომ ფორმის მცირე ვარდნის შემდეგ ბარკოლამ კვლავ აჩვენა ინტენსიური პრესინგი და ბოლომდე იბრძოლა, მათ შორის დამატებით დროშიც (90+3). მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ მას ჯერ არ აქვს სუფთა ცენტრალური თავდამსხმელის საჭირო სრული თვისებები და განსაკუთრებით ღრმა დაცვებთან და დიდ მატჩებში მეტი ეფექტურობა დასჭირდება, თუმცა ეს საკმარისია, რომ დისკუსია უკვე დაწყებულად ჩაითვალოს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდების დრო მადრიდში - არბელოას მკაფიო გზავნილი
ახალგაზრდების დრო მადრიდში - არბელოას მკაფიო გზავნილი